სოფელ ქუთაურში ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს

07/11/2017

სოფელ ქუთაურში, სასოფლო გზის პრობლემურ მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. ბეტონის საფარი გზის 110 მეტრ მონაკვეთზე დაიგება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მეგა+” აწარმოებს.
მიმდინარე სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათავლიერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0