სოფელ შემოქმედში ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით სოფელ შემოქმედში სახიდე გადასასვლელი მოასფალტდა. მოეწყო ჯებირები, მოაჯირები და გარეგანათების სისტემები. სამუშაოების ღირებულებამ 39 184 ლარი შეადგინა.

Visited 165 times, 1 visit(s) today