სოფელ შორაპანთან საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია

07/01/2017

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ შორაპანთან გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. 6 იანვარს ღამით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე (სოფ. შორაპანთან) გზის სავალ ნაწილზე ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა, რის გამოც, ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ადგილზე მობილიზებული იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა. გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება, დაემატა რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა დიდი ზომის ლოდების დასაშლელად. გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, საავტომობილო მოძრაობა აღდგება. ამ ეტაპზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკადი გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნული მიმართულებით აკრძალულია. დაწესებული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0