სოფელ ჩაოს საავტომობილო გზის 1200 მეტრიან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

სოფელ ჩაოს საავტომობილო გზის 1200 მეტრიან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა, მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. პროექტს საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ახორციელდებს. სამუშაოებს შ.პ.ს. „ბონდი 2009“ აწარმოებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 631 999,93 ლარს.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ლითონის მილი – 30 გრძივი მეტრი, რკინა-ბეტონის კიუვეტი – 10 გრძივი მეტრი, გაბიონი 34 გრძივი მეტრი, კარაპეტები 837 გრძივი მეტრი. აგრეთვე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ ხიდს. ჯამში, ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა 5233 მ2-ზე.

Visited 186 times, 1 visit(s) today