სოფელ ჩითახევთან ცენტრალური გზის მიმდებარედ ახალი დაკიდული ხიდის მშენებლობა დაიწყო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ მას სპეციფიური დანიშნულება ექნება. ხიდით სპორტის ექსტრემალური სახეობის ჯომარდობის მოყვარული და პროფესიონალი სპორტსმენები ისარგებლებენ.
პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ჯომარდობისათვის შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. 🛶
ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტში სპორტის ამ სახეობის განვითარებას. ხიდის მშენებლობა აპრილის ბოლოსთვის დასრულდება. სპორტსმენების გარდა ხიდით სარგებლობას შეძლებენ ადგილობრივებიც.
P.S. ბორჯომის ხეობაში მდინარე მტკვარი მოყვარული და პროფესიონალი სპორტსმენებისათვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ წელს ბორჯომი ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რაც სპორტის ამ სახეობის განვითარების გარდა, ხელს შეუწყობს კურორტისადმი ინტერესის ზრდასა და ტურიზმის განვითარებას.