სოფელ ცხვედიეთის მოსახლეობა ელექტროენერგიით სრულად იქნება უზრუნველყოფილი.

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის აქტიური მუშაობის შედეგად, ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ცხვედიეთის მოსახლეობა ელექტროენერგიით სრულად იქნება უზრუნველყოფილი. მხარის გუბერნატორსა და სახელმწიფო უწყებებს შორის შესაბამისი კომუნიკაცია უკვე შედგა. უფრო კონკრეტულად, სამუშაოებში უკვე ჩაერთო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და „ენერგო-პრო ჯორჯია“.
ცხვედიეთის მოსახლეობამ სოფლის ელექტრიფიკაცია პრიორიტეტულ საკითხად რამდენიმე კვირის წინ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან შეხვედრის დროს დაასახელა, რის შემდეგაც ცენტრალურ სახელმწიფო უწყებებთან კომპლექსური მოლაპარაკებები და შესაბამისი სამუშაოები დაუყოვნებლივ, შალვა კერესელიძის პირადი მეთვალყურეობით განხორციელდა.
სოფლის ენერგომომარაგების მიზნით მიმდიანარე პროცესი ნოემბრის დასაწყისში დასრულდება. ამავე შეხვდრაზე ადგილობრივების მიერ სოფელში არსებული სხვა საჭიროებებიც გაჟღერდა, რომლის მოგვარებაც ეტაპობრივად იგეგმება.

Visited 146 times, 1 visit(s) today