სოფელ წრომში საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

19/07/2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომში საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სოფელ წრომის სკოლაში იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი და მიმდინარე სამუშაოებს ეცნობოდნენ. იატაკების მოსაწყობად ცემენტის კონსტრუქცია უკვე მოწყობილია, მთლიანად სამუშაოები კი აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სოფელ ბეღლითის საჯარო სკოლის რეაბილიტაციაც. პროექტის მთლიანი ღირებულება 86 945 ლარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0