სოფელ ჭყვიშში დასრულდა ცემენტო-ბეტონის საფარიანი საავტომობილო გზის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები

30/09/2019

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ.ჭყვიშში დასრულდა ცემენტო-ბეტონის საფარიანი საავტომობილო გზის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები. მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, მუნიციპალიტეტის მერთან- ზვიად მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან -ასლან საგანელიძესთან ერთად, გზის მოწყობის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
პროექტის ჯამური ღირებულება 808 217 ლარს შეადგენს, პირველი ეტაპის სამუშაოებზე 621 053ლარი დაიხარჯა. შემსრულებელი: შპს “პირამიდა ფრ” -ს ფილიალი. ხელმძღვანელებმა სოფ. ხვანჭკარაში, ფანჩატურის მოწყობის სამუშაოებიც დაათვალიერეს. პროექტის ღირებულება 8459 ლარს შეადგენს, შემსრულებელი შპს” ჯი ეს ემ”.
ტურისტული და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებია და ამ მიმართულებით მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0