სოფელ ხვითში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მალე დასრულდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვითში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, რაზეც ნახევარ მილიონ ლარამდეა განსაზღვრული. სამუშაოების ფარგლებში დაიგება 1,2 კმ. გზის საფარი. შედეგად, 330 ოჯახს გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები. სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი გაეცნო. მისი თქმით, გზის მოასფალტების სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და შემოდგომით დასრულდება.

Visited 18 times, 1 visit(s) today