სოფიო ქაცარავა საქართველოში ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იანის ზლამეცს შეხვდა

01/09/2017

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა საქართველოში ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იანის ზლამეცს შეხვდა.
ეს იყო გამოსამშვიდობებელი შეხვედრა, იანის ზლამეცს საქართველოში აკრედიტაციის ვადა ამოეწურა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების დინამიკისა და სხვადასხვა მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ.
მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მნიშვნელობაზე და ნოემბერში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე. საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციის საკითხს და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.
შეხვედრისას განიხილეს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი. ლატვიის ელჩმა პოზიტიურად შეაფასა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და აღნიშნა, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების სწორ გზაზე დგას.
იანის ზლამეცმა მადლიერება გამოხატა ქართული მხარის მიმართ, მიმდინარე წლის მარტში ლატვიის პარლამენტის სპიკერის და სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრი ქვეყნების გულითადი მანპინძლობისთვის და ხაზი გაუსვა საორგანიზაციო ჯგუფის მაღალ პროფესიონალიზმს

Tweet about this on TwitterShare on Facebook0