სოფიო შამანიდი საბერძნეთის ელჩს საქართველოში დიმიტრის კარამბალისს შეხვდა

25/07/2017

პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი საბერძნეთის ელჩს საქართველოში დიმიტრის კარამბალისს შეხვდა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე – საქართველოში მცხოვრები ბერძნების უფლებრივ მდგომარეობაზე და პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც მათ ქონების რეგისტრაციის პროცესში ექმნებათ.
პრეზიდენტის მრჩეველმა ელჩთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე, რომლებსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახორციელებს ეთნიკური უმცირესობების მიმართულებით და ასევე ინფორმაცია მიაწოდა ქართულ სკოლებში ბერძნული ენის შესწავლის შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0