სოფიო შამანიდი საერთაშორისო კონფერენციის “მედეა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში” გახსნას დაესწრო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამდღიან საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა ქართულ- ბერძნული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს და თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის 20 წლისთავს მიეძღვნა, 13 ქვეყნის 60 მეცნიერი მონაწილეობს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციის მონაწილეებს პრეზიდენტის მრჩეველმა სიტყვით მიმართა.
სოფიო შამანიდის განცხადებით, 2017 წელი საქართველოს პრეზიდენტმა განათლების წლად გამოაცხადა და შესაბამისად, ეს სფერო განსაკუთრებით პრიორიტეტულია წელს.
“მინდა მივულოცო იუბილე მის დამაარსებელს, გამორჩეულ მეცნიერსა და მასწავლებელს რისმაგ გორდეზიანს და ინსტიტუტის თითოეულ თანამშრომელს, რომელთა დაუღალავი და ხშირად სრულიად უანგარო შრომის შედეგია ის, რომ დღეს ქართველ მკითხველს აქვს შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე გაეცნოს ჰომეროსს, ესქილეს, ევრიპიდეს, ძველი ბერძნებისა და რომაელების ტექსტებს, რაც თავისთავად განათლების საფუძველია, “- განაცხადა სოფიო შამანიდმა.
კონფერენციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საბერძნეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად გაიმართება გამოფენები “ქართულ- ბერძნული დიპლომატიური ურთიერთობები”, “ მედეა ქართულ მხატვრობაში” და “მედეა ქართულ სცენაზე”.

Visited 539 times, 1 visit(s) today