სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება

25/01/2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დღეს, 25 იანვარს, შეხვედრები გაიმართა სოფლებში: ცოცხნარა, ცივწყარო, ოძისი, ქემფერი, წაბლოვანა, ცედანი, ქინძათი, ახალუბანი, დუმაცხოვი, ალი, უწლევი, ბრილი, ნაბახტევი, კლდისწყარო.
გამოიკვეთა პრიორიტეტები. კერძოდ, ცოცხნარის მოსახლეობამ მოსაცდელის მოწყობა დაასახელა ყველაზე მნიშვნელოვნად. ცივწყაროში, ოძისსა და ქემფერში ადგილობრივებმა გზების მოხრეშვა ითხოვეს.
წაბლოვანაში სარიტუალო დარბაზის დასრულება, ცედანში-სასმელი წყლის მოწესრიგება, ქინძათში -მოსაცდელების მშენებლობა, ახალუბანში- წყლის სისტემების რეაბილიტაცია, დუმაცხოვში -გარე განათების მოწყობა, ალში -სასაფლაოს შემოღობვა, უწლევში- ატრაქციონების მოწყობა, ბრილში და ნაბახტევში გარე განათების მოწყობა, კლდისწყაროში- გზების მოხრეშვა.
სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრებზე იმყოფებოდნენ მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე, ეკონომიკის სამსახურის უფროსი სერგო ლალიაშვილი, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და ადგილობრივი დეპუტატები.
პროცედურის თანახმად, სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0