სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აჭარბებს

ამ დრომდე გადაუღებლად თოვს. წუხანდელი თოვლი 20-30 სმ-ია. თოვლის საერთო საფარი დაბალ ზონაში 60-90 სმ-ია, მაღალ ზონაში 180-220 სმ. ცალკეულ სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აჭარბებს. ზვავსაშიშროებაა.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია. აღდგენილია ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრამდე მისასვლელი გზები. მუშაობს 11 ერთეული ტექნიკა.
გუშინ გაიწმინდა სოფელ ჟანივრის, ჭალის, ჩანჩხალოს, სხეფის, ბუთურაულის, გოგინაურის, გომარდულის გზები. გზების აღდგენის სამუშაოებს უშუალოდ ხელმძღვანელობენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.
ელექტროენერგია ყველა სოფელს, დასახლებულ უბანს მიეწოდება.
მუშაობს ყველა საჯარო სკოლა. 6 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან მუშაობს 3 ბაგა-ბაღი.
უწყვეტ რეჟიმში მუშაობს შუახევის მუნიციპალიტეტთან არსებული საგანგებო შტაბი. კონტროლზეა ყველა სიტუაცია. მზადყოფნაშია სასწრაფო-სამედიცინო და სამაშველო სამსახურები. ოპერატიულად ხდება წამოჭრილი საკითხების გადაჭრა.
შუახევში მშვიდი, სტაბილური ვითარებაა.

Visited 211 times, 1 visit(s) today