სოფლის კრებები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გრძელდება

22/01/2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. დღეს სოფლის კრებები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში ჩატარდა, სადაც მოსახლეობამ მისთვის პრიორიტეტული პროექტები შეარჩია.
სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან ერთად სოფლის კრებებს პირველ ტოლაში, მეორე ტოლასა და ჩორჯოში დაესწრო, სადაც მოსახლეობამ უპირატესობა გარე განათების მოწყობას მიანიჭა.
სოფლის კრებები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 29 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. მოსახლეობასთან შეხვედრა რეგიონის თითოეულ სოფელში ეტაპობრივად თებერვლის ბოლომდე ჩატარდება, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ნაწილია, მთავრობის გადაწყვეტილებით 2019 წლიდან აღდგა. პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. 5-დან 10 ათას ლარამდე თანხა კი დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია: სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკვერები და თავშეყრის ადგილები, მინიჰესები…

Tweet about this on TwitterShare on Facebook0