სოფლის მეურნობის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს აგრარული დარგის განვითარების 2017 წლის პრიორიტეტები წარუდგინა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ღვინის ეროვნული სააგენტოს ღვინის მუზეუმში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და აგრარული დარგის განვითარების 2017 წლის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო.
„განვლილი ოთხი წელი სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით გარდამტეხი იყო. 2014 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დარგის განვითარების სტრატეგია შეიმუშავა და მკაფიოდ განსაზღვრა ხედვა, რაც კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს; სამინისტროს მიერ ასევე განსაზღვრულია სამოქმედო გეგმაც, რომელიც განვითარების სტარტეგიასთან სრულ თანხვედრაშია. მოგეხსენებათ, სახელმწიფომ არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განახორციელა. ყველა განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებით, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შევძლოთ აგარარულ დარგში მეტიცოდნისხელმისაწვდომობადაწარმოების ზრდის წახალისება, რითაც ჩვენ ხალხს კეთილდღეობასშევუქმნით“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.
როგორც ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებისთვის სამინისტრო ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურენო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას და თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლებას.
დასახული მიზნის მისაღწევად განსაზღვრულია შემდეგი ამოცანები:
• პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარება-ეფექტიანობის გაზრდა
• მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების განვითარება, შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის გაფართოება-მოდერნიზაცია
• წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა
• ფერმერთა ცოდნისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება
• საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია; დივერსიფიცირებულ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა

 პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარება-ეფექტიანობის გაზრდა
სოფლისმეურნეობისსამინისტროხელსშეუწყობსპირველადიწარმოებისხარისხობრივდარაოდენობრივ, მათ შორის, მეხორცულიდამერძეულისაქონლისჯიშებისა და ნათესიკულტურებისჯიშების გაუმჯობესებას, მეფუტკრეობისპროდუქციისწარმოების მოცულობისამაღლებას.
 მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების განვითარება, შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის გაფართოება-მოდერნიზაცია
სოფლისმეურნეობისსამინისტრო, შემუშავებული პროგრამებით,ხელსშეუწყობსპირველადიწარმოებისპროდუქციისათვისდამატებულიღირებულებისშემქმნელიტექნოლოგიებისდანერგვას; შემნახველი, დამხარისხებელი, შემფუთავი, გადამამუშავებელიდასადისტრიბუციოსექტორებისგანვითარებას.
 წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა
უმნიშვნელოვანესიასახელმწიფოს მხრიდან საწარმოების, მათ შორის, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოებისთვის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის მხარდაჭერა. ყველა საწარმო, რომელსაც გადამამუშავებელი და შემნახელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამით ფინანსდება, დანერგავს ISO-22000-ს ან HACCP-ის საერთაშორისო სტანდარტს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სტანდარტის დანერგვის 80%-ს აფინანსებს, აქედან 30%-ს სახელმწიფო, ხოლო 50%-ს დონორი ორგანიზაცია ფარავს, ბენეფიციარს მხოლოდ 20%-ის გადახდა უწევს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „დანერგე მომავალის“ და პროგრამა „ქართული ჩაის“ ბენეფიციარებსაც დაეხმარება GLOBAL GAP-ის პირველადი წარმოების სტანდარტის დანერგვაში. GLOBAL GAP-ის შემთხვევაში, 50%-ს ბენეფიციარი აფინანსებს, ხოლო 50%-ს დონორი (USAID/REAP) ორგანიზაცია.
 ფერმერთა ცოდნისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონულისამმართველოებისა და მუნიციპალიტეტებისსაინფორმაციო-საკონსულტაციოსამსახურების გაძლიერებით, უზრუნველყოფს ფერმერთათვის აუცილებელი ცოდნის მიწოდებას როგორც აგრონომიული და ვეტერინარული, ისე აგრობიზნესის წარმოებისა და მენეჯმენტის მიმართულებით.
 საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია; დივერსიფიცირებულ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა
ღრმადაყოვლისმომცველისავაჭროსივრცისშესახებშეთანხმების (DCFTA)ამოქმედებით, საქართველოშიწარმოებულიპროდუქციისთვის, გარკვეულიპირობებისდაკმაყოფილებისშემთხვევაში, გახსნილიამსოფლიოსუმსხვილესიბაზარი, რომელიც 28 ქვეყანასდა 500 მილიონზემეტმომხმარებელს აერთიანებს.
გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, იზრდება აზიურ ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარობა და, შესაბამისად, ექსპორტი.
აღნიშნული ამოცანების განსახორციელებლად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოყენებილი იქნება შემდეგი ინსტრუმენტები:
 ერთიანი აგროპროექტი, რომელიც გულისხმობს იაფ საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობის, აგროდაზღვევის, მექანიზაციის ხელმისაწვდომობის პროგრამებს და საგრანტო დაფინანსების სპეციალიზებულ მოდელებს.
2017 წლიდან დაიწყება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი საკრედიტო რესურსების გამოყენებით მიზნობრივი პროგრამების განხორციელება. საინვესტიციო სესხები გაიცემა მემცენარეობის ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული საწარმოებისთვის. ინვესტიციების სრულად განხორციელების შემდგომ, ყოველწლიურად შეიქმნება დამატებით 100 მილიონი ლარის მოცულობის დამატებული ღირებულება.
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, 2017 წლიდან დაიწყება მიზნობრივი პროგრამების განხორციელება, რომლებიც ითვალისწინებს ფერმერებისთვის ტექნიკის შეძენისა დამექანიზაციის სერვისის მიმწოდებელთა ძლიერი რგოლის ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
საგრანტო დაფინანსების სპეციალუზებული მოდელების გამოყენებით: გაშენდება ახალი ბაღები (პროექტი „დანერგე მომავალი“), მოხდება არსებული ხეხილის ბაღების განახლება (სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პროექტი „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზრებზე წვდომა და მოქნილობა“ (AMMAR), რომელიც აქტიურ ფაზაში 2017 წლიდან შევა (პროექტის 2 წლის ბიუჯეტი განსაზღვრულია 6,5 მლნ ლარით), მოსავლის აღების შემდგომი დამზადება-გადამუშავება (გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი), ჩაის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება (ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა „ქართული ჩაი“)
 ფერმერთა კოოპერაცია
განხორციელდებაკოოპერატივებისშესაძლებლობებისგანვითარებაზეორიენტირებულიმიზნობრივიპროგრამები, რომელიცსაერთაშორისოსტანდარტებისდანერგვასშეუწყობსხელს. (დღესათვის, საქართველოსმასშტაბით, კოოპერატივებშიმოზიდულიკაპიტალი 29.2 მლნლარია).
სოფლისმეურნეობისსამინისტრორესურსებისგაერთიანებაშიდაეხმარება საექსპორტოდაადგილობრივბაზრებზემოთხოვნადიისეთიპროდუქტებისმწარმოებლებს (მათ შორის თაფლის), რომლებიცცალკეძალებითვერაკმაყოფილებენმოთხოვნას, ხოლოგაერთიანებისშემთხვევაშიშესაძლებელიგახდებაშედეგებისმიღწევა.
ასევე დაგეგმილია ალპური მესაქონლეობის განვითარების მიზნობრივი პროგრამები.

 ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა
განხორციელდება სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის მასშტაბური პროექტები

 მარკეტინგული მხარდაჭერა
სოფლისმეურნეობისსამინისტროხელსშეუწყობსფერმერთააგრობაზრებისდაბაზრობების, ფესტივალების(ღვინისადაყველის) ორგანიზებას.
საერთაშორისოდა ადგილობრივ ბაზარზექართულიღვინისპოპულარიზაციისადაექსპორტისზრდის ხელშეწყობის მიზნით,ღვინის ეროვნული სააგენტო ორგანიზებას გაუწევს დეგუსტაციებს,კონკურსებს, ღვინისსაერთაშორისოკონფერენციებს,გამოფენების და მედია-ტურების ჩატარებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. 2017 წელს დაგეგმილია მარკეტინგული ღონისძიებები ჩინეთში, იაპონიაში, სინგაპურში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში.
დაგეგმილია ეროვნული მარკეტინგული სააგენტოს შექმნა, რომელიც განახორციელებს ქართული სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას.

 საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების განვითარება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს რეგიონულისამმართველოებისა და მუნიციპალიტეტებისსაინფორმაციო-საკონსულტაციოსამსახურების თანამშრომელთა გადამზადებას, სერვისების მარკეტინგს, რაც გაზრდის ფერმერთა მიმართვიანობას. ყოველივე აღნიშნული, წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდას უზრუნველყოფს.

Visited 135 times, 1 visit(s) today