სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა კონსულტაციები და კრება კიდევ 3 სოფელში-საკირეში, ტაძრისში და დგვარში გამართეს.
შეხვედრებზე მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ის პროექტები შეირჩა, რომელიც აღნიშნული პროგრამით განხორციელდება.
სოფელი საკირე – გარე-განათების მოწყობა;
სოფელი ტაძრისი – სტადიონის შემოღობვა;
სოფელი დგვარი – სანიაღვრე არხის მოწყობა;
აღსანიშნავია, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს კონკრეტულად თუ რა ინსფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილია 428 000 ლარი, რასაც ბორჯომის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანალოგიურ თანხას – 428 000 ლარს დაამატებს და ჯამში სოფლის პროგრამებისთვის 856 000 ლარი დაიხარჯება.

Visited 192 times, 1 visit(s) today