“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, საერთო კრებები ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარეობს

05/02/2019

საერთო კრებები სოფლებში: ტანძიაში, ხახალაჯვარსა და ჭრეშში გაიმართა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ, სოფლებში შეხვედრები გამართა. ადგილობრივებმა, ხმათა უმრავლესობით, წელს განსახორციელებელი პროექტები შეარჩიეს.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, სოფელ ტანძიის ერთ ნაწილში, კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდება, სოფელ ხახალაჯვარში სასმელი წყლის ქსელი რეაბილიტირდება, ხოლო ჭრეშში ერთი უბნის გარე განათება და შიდა სასოფლო გზა მოეწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0