,,სოფლის პროგრამით” გზებზე ბეტონის საფარის დაგება დაიწყო

13/06/2016

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, სასოფლო გზებზე ბეტონის საფარის დაგება გუშინ სოფელი ხუნკუდით დაიწყო. სამუშაოები დღეს 3 მიმართულებით ერთდროულად გრძელდება: ქვედა ბზუბზუში, ვარჯანისსა და მეძიბნაში. მზა ბეტონის შემოტანას შპს ,,იკა 32″ ახორციელებს, ხოლო საფარის დაგება სოფლის მაცხოვრებლების შრომითი მონაწილეობით მიმდინარეობს. სამუშაოების პროცესს ადგილზე გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები უწევენ მონიტორინგს.
შპს ,,იკა 32″- ს მიერ ქედაში 154 439 ლარის სამუშაოები 18 სოფელში განხორციელდება და 1197,3 კბმ მზა ბეტონი შემოიზიდება. დანარჩენ სოფლებს ფირმა ,,სამშენებლო-საგზაო კომპანია ბათუმი” მოემსახურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0