სოციალური პროექტი ზესტაფონში 2017 წელსაც განხორციელდება

07/07/2017

სოციალური პროექტი, რომელიც უსახლკარო ადამიანთა საცხოვრისით უზრუნველყოფას ითვალისწინებს მესამე წელია აქტიურად ხორციელდება მუნიციპალიტეტში. შესაბამისი კომისია, რომელიც გამგეობისა და საკრებულოს წევრებით არის დაკომპლექტებული, ამჟამად პროგრამის ფარგლებში 2017 წლის პროექტზე მუშაობს. თავშესაფრის მოთხოვნით გამგეობას 2017 წელს 200 – ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა. მას შემდეგ, რაც კომისია, ყველა შემოსულ განაცხადს განიხილავს, გადაწყდება ვინ ჩაერთვება მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტში. 2015 წელს სოციალური პროექტით 32 ადამიანმა ისარგებლა, აქედან 5 ოჯახს მუნიციპალიტეტმა საცხოვრებელი სახლები, ხოლო დანარჩენებს სამშენებლო მასალები შეუძინა. პროექტის უზრუნველსაყოფად 142 500 ლარი გამოიყო. პროგრამა აქტიურად ხორციელდებოდა 2016 წელსაც. საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამით 2016 წელს 73 ოჯახმა ისარგებლა. პროგრამის დასაფინანსებლად 185 550 ლარი დაიხარჯა. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტმა 12 საცხოვრებელი სახლი შეიძინა. ( 5000 ლარი). 61 ოჯახს კი სამშენებლო მასალები შეუძინა. (სამშენებლო მასალების შესაძენად სხვადასხვა რაოდენობის თანხები 1000; 1500; 2000; 3500 მდე ლარი )

Tweet about this on TwitterShare on Facebook0