სოხუმი აქციებმა მოიცვა – მოსახლეობა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს

ოკუპირებული აფხაზეთი აქციებმა მოიცვა. მოსახლეობა შინაგან საქმეთა მინისტრის ლეონიდ ძიაპშბას გადადგომას მოითხოვს.

მოსახლეობა მილიციელების მიერ საქართველოსთან ომის ვეტერანის რუსლან ჯელიას მანქანის დაცხრილვას აპროტესტებს. აქციაზე დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომაც მოითხოვეს.

როგორც prof-news ოკუპირებული ტერიტორიიდან აცნობეს, ადგილობრივი მებრძოლთა ჯგუფები შურისძიებით იმუქრებიან, იმ შემთხვევაში თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან.

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე საპროტესტო მონაწილეებმა ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში შეჭრა დღესაც სცადეს. ცნობისთვის გუშინ მათ ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სცემეს.

რაც შეეხება რუსლან ჯელიას ავტომობილის დაცხრილვას ჩვენი ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა 7 მარტს ჯელიას ავტომობილის გაჩერება მოსთხოვეს, მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემდეგ კი მისი მისამართით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს. მომიტინგეები ამ ინციდენტზე პასუხისმგებლობას დე ფაქტო შს სამინისტროს აკისრებდნენ, მათი თქმით ჯელიას მოძრობის წესები არ დაურღვევია და პოლიციელებმა მისი მისამართით პროვოკაციული ქმედებები ჩაიდინეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, პირებს რომლებმაც ჯელია ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, შს მინისტრისგან მისი დაკავება ქონდათ ნაბრძანები. თუმცა უცნობია უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი უწყებრივ გამოძიებას, რომელიც დრანდის ციხიდან საქართველოს მოქალაქის ბაჩუკი ლატარიას გაქცევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ლატარია ციხიდან 2015 წლის ნოემბრის თვეში გაიქცა, ამ ფაქტთან დაკავშირებით დრანდის ციხეში შიდაუწყებრივი მოკვლევა დაიწყო, ჯელია კი თანამდებობიდან დეკემბრის თვეში გაათავისუფლეს.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ აქციაზე მომხდარ ინცინდენტებზე აფხაზეთის დე-ფაქტო პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო.

Visited 169 times, 1 visit(s) today