სპეციალურმა კომისიამ სტიქიის ზონებში მუშაობა დაასრულა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სპეციალურმა კომისიამ, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ადგილზე გადამოწმების პროცესი დღეს დაასრულა. გამგებლის პირველი მოადგილის მამუკა წოწერიას ინფორმაციით: ,,კომისიამ ამ ეტაპზე დაასრულა თითოეული სტიქიით დაზარალებული ოჯახების მონახულება, შესაბამისად მიმდინარეობს მიყენებული ზარალის დათვლა. დღის ბოლოს შეიკრიბება კომისია და კონკრეტულად იქნება დახმარების ფორმები განსაზღვრული იმ ოდენობით, რომელიც დაფიქსირებული იქნება დეფექტურ არხებში. მზადდება ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაგვიდასტურებს სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს და მის მოცულობებს“-აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

Visited 186 times, 1 visit(s) today