სტიქიამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები მნიშვნელოვად დააზიანა

23/08/2017

სტიქიამ მნიშვნელოვად დააზიანა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები. გამგეობის საგანგებო შტაბმა განაახლა მუშაობა. შტაბს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე ხელმძღვანელობს.
სოფლებში დაზიანებულია შიდა გზები და სახცოვრებელი სახლები. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ხიდმაღალა, ტაბანათი, ახალსოფლის ტერიტორიაზე. სტიქიის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები. ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა ხიდები, საკმაოდ მძიმე სიტუაციაა მაღალმთიან ზონაში, დაზიანებულია შიდა გზები, დატბორილია სახლები.
შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის დასავლეთ ნაწილს, როგორც „ენერგო-პრო-ჯორჯიადან“ გვაცნობეს, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0