სტიქიამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა

21/10/2021

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა ლევან ჯაფარიძემ და ზაზა შოშიტაიშვილმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ადგილები დაათვალიერეს. სტიქიამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა შიდასასოფლო გზები, ხიდები და საცხოვრებელი სახლები. დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, საყანე ფართობები.
სტიქიის ზონებში ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს და ზარალის დათვლის შემდეგ დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0