ჩახერგილი გზები,წაღებული ხიდები,დატბორილი სავარგულები-სტიქიამ ლენტეხის მუნიციპალიტეტის 10 სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა. მიუხედავად,რთული მეტეოროლოგიური პირობებისა,(გადაუღებლად წვიმს)დილიდან თითქმის ყველა ლოკაციაზე მობილიზებული იქნა ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს უშუალოდ ადგილზე გაეცნო რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე,მოადგილესთან, მუნიციპალიტეტის მერთან ბადრი ლიპარტელიანთან,საკრებულოს თავმჯდომარესთან და სხვა თანამდებობის პირებთან ერთად. ამ დროისთვის რამდენიმე სოფელი ისევ გარე სამყაროსთან კონტაქტს მხოლოდ საფეხმავლო გზებით ახერხებს.
Visited 139 times, 1 visit(s) today