სტიქია ახალციხის მუნიციპალიტეტში

23/05/2018

მოსულმა ძლიერმა წვიმამ, ახალციხის მუნიციპალიტეტის სამ დასახლებაში, სხვლისში,წყალთბილასა და „მეორე შახტაში“, მდინარე „პამაჯის წყლის“ ადიდების შედეგად შენობები, ეზოები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა. წყალმა ეზოებსა და გზის ნაპირებზე ხეები მოგლიჯა და მდინარე ჩახერგა. მწყობრიდან გამოვიდა სოფლებში არსებული ინფრასტრუქტურა:გზები და ხიდები. სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, კახა სამხარაძე ქალაქის მერთან ზაზა მელიქიძესთან, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და შესაბამისი სპეც-ტექნიკა, რომელიც ნაპირებს ჩახერგილი მასალისგან წმენდს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0