ძლიერმა ქარმა ონის მუნიციპალიტეტში ქ.ონსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში დაამტვრია ხეები, დააზიანა ელ.გადამცემი სადენები და მოსახლეობის კუთვნილ საცხოვრებელ სახლებს გადახადა სახურავები. ვითარებას ადგილზე გაეცნო რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად. შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო კომისია,მიმდინარეობს ზარალის დათვლა. პარალელურ რეჟიმში დაწყებულია საცხოვრებელი სახლების დახურვის სამუშაოები.
Visited 46 times, 1 visit(s) today