ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდან განახლდა. მიმდინარეობს სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით სატრანსპორტო გადაადგილება შეფერხებული არ არის, ქობულეთი-ოზურგეთის მიმართულებით კი მოძრაობა მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა შესაძლებელი. გზების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის 12 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით ამ ეტაპისთვის 1300-მდე აბონენტს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია, მიმდინარეობს დაზიანებული ელექტრო გადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. სტიქიის შედეგად დაზიანდა წყალსადენი სისტემები. დიდთოვლობის გამო აღდგენითი სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობს. დაბალი კონტიგენტის გამო სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსა და 19 საჯარო სკოლაში დროებით შეწყვეტილია. სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.