სტიქიის შედეგად დაზიანებულ ყველა სოფელთან დამაკავშირებელი გზა აღდგენილია

26/08/2020

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად დაზიანებულ ყველა სოფელთან დამაკავშირებელი გზა აღდგენილია. სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაქარაშვილი, მოადგილეებთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა, გზის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო და ჰუმანიტარული დახმარების მოსახლეობისთვის დარიგების პროცესში მიიღო მონაწილეობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0