სტიქიის შედეგად დაზიანებული კორპუსების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

27/04/2017

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისგან დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს. დასრულდა დაზიანებული სახურავების დემონტაჟი, ამჯერად კი გადახურვის სამუშაოები ხორციელდება. 23 აპრილს ძლიერმა ქარმა წალენიხის მუნიციპალიტეტში 12 მრავალბინინანი კორპუსი და 70-მდე კერძო საცხოვრებელი სახლი დააზიანა. სტიქიამ მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ელქტროგადამცემი ხაზები დააზიანა. დროულად მოხდა დაზიანებული ხეებიგან გზები და სკვერების გაწმენდა. ელექტრო გადამცემი ხაზების აღდგენა კი მეორე დღესვე მოხდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0