მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ სტიქის შედაგად დაზიანებული თამარ მეფის სანაპირო ზოლი დაათვალიერა. სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მობილეზებულია სპეც-ტექნიკა და სამაშველო ჯგუფები. დილიდან „ქობულეთის გამწვანების“, „სანდასუფთავებისა“ და „ქობულეთის წყლის“ ორგანიზებით სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება მიმდინარეობს. შტორმის შედეგად დაზიანებული სკამებისა და ურნების დასაწყობება ხდება, ასევე იწმინდება სანიაღვრე არხები და თამარ მეფის სანაპიროს გზის სავალი ნაწილი. ქობულეთში წუხელ ღამით 3-4 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. შტორიმის შედეგად თამარ მეფის სანაპიროზე ორი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა, ასევე ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობას და სოფელ ციხისძირში საერთო საცხოვრებელს ნაწილობრივ დაუზიანა სახურავი. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპისთვის მდგომარეობა სტაბილურია. მოსახლეობას ელექტოენერგია შეუზღუდავად მიეწოდება. სტიქიის შედაგად მიყენებული ზარალის დათვლა ხვალიდან დაიწყება.