სურამის ბიბლიოთეკაში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ შეხვედრა გაიმართა. „მითები ევროკავშირისა და ნატოს შესახებ“, – ამ სახელწოდების პრეზენტაცია წარუდგინა აუდიტორიას მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელმა ნინო სუხიაშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის ამერიკული კუთხის კოორდინატორი ქეთევან მეტრეველი,სურამის ადმინისტრაციული ერთეულის და კულტურის სახლის წარმომადგენლები, საჯარო სკოლის მოსწავლეები.
გაიმართა დისკუსია. შეხვედრის ინიციატორებმა იმსჯელეს იმ პოზიტიური შედეგების შესახებ, რაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებულ ძალისხმევას ახლავს თან.
შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინიცირებით და მხარდაჭერით, ასევე ბიბლიოთეკის ამერიკის კუთხის „მობილური პროგრამა სოფლებისთვის“ ტექნიკური მხარდაჭერით მოეწყო.
შეხვედრების ციკლი, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეების ინფორმირებას ევროატლანტიკური სტრუქტურების შესახებ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში კვლავაც გაგრძელდება.