სურამში და ქვიშხეთში ხიდების, გზების და ნაპირსამაგრი კედლების მოწყობის ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს

22/08/2017

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ კახა სამხარაძეს და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მიმდინარე წლის 10 ივნისს მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გააცნო. ხელისუფლების წარმომადგენლები დაბა სურამში და დაბა ქვიშხეთში იმყოფებოდნენ, სადაც მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხებით ხიდების, გზების და ნაპირსამაგრი კედლების მოწყობის ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს.
გამგებელმა და გუბერნატორმა დაბა ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის სამუშაოებიც დაათვალიერეს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 887 000 ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტი სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს და უმნიშვნელოვანესია კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის ხელშეწყობის თვალსაზრისით.
ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ლიტერატორისა და მთარგმნელის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის რეაბილიტირებული სახლ-მუზეუმი, 2018 წლისთვის უკვე შეძლებს ტურისტების მიღებას და იმ 900-მდე ექსპონატის, დოკუმენტის თუ ფოტომასალის უკეთ წარმოჩენას, რომლებიც მუზეუმშია დაცული.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმებსა და სამომავლო სტრატეგიაზეც იმსჯელეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0