სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს აქტიურობისკენ მოუწოდებს

02/08/2017

მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს, რის შედეგადაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იმატა მოქალაქეთა აქტიურობამ. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს, სახელმწიფო კონტროლით გათვალისწინებული გეგმური ღონისძიებების პარალელურად, ყოველდღიურად უწევთ ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების გადამოწმება და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირება.
საზოგადოების ჩართულობის შედეგად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს გამოავლინა არაერთი დარღვევის ფაქტი.
სურსათის ეროვნული სააგენტო კვლავ მოუწოდებს მოსახლეობას, საეჭვო სურსათის და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ოპერატიული რეგირებისთვის დარეკოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15 01.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0