სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის გურიის რეგიონის 66 მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდა

09/11/2018

სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის გურიის რეგიონის 66 მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდა.
მოსწავლეთა წახალისების პროექტი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს, მიზნად ისახავს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და სწავლის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობას. თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.
პროექტის ბენეფიციარები საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, რომელთაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა.
ღონისძიებას, რომელიც ოზურგეთის #2 საჯარო სკოლაში გაიმართა დაესწრნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი, გუბერნატორის მოადგილეები, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0