ტარიელ ებრალიძე ჩანჩხალოს ბაგა-ბაღზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

30/06/2017

ჩანჩხალოში ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს; მშენებლობაზე 144.777 ლარი დაიხარჯება; სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ემ ემ ტე“ აწარმოებს;პროექტის ფარგლებში აშენდა ერთ სართულიანი შენობა. მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერილები, სამზარეულო, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა; შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის; ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა 2 ჯგუფი გაიხსნება და 30-მდე აღსაზრდელი სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს; დასაქმდება 10-ზე მეტი ადგილობრივი; მიმდინარე სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად დაათვალიერა. 2012 წლამდე მუნიციპალიტეტში მხოლოდ 5 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებდა, 2016 წელს გაიხსნა ბარათაულის ბაგა-ბაღი; 2017 წელს გაიხსნება ჩანჩხალოს, ჭალა-წყაროთის, ხიჭაურის, ფუტრიოსა და შუბნის ბაგა-ბაღები; დამატებით დასაქმდება 150-ზე მეტი ადგილობრივი; სულ 2013 წლიდან დღემდე ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია მშენებლობაზე 1 340 452 ლარი დაიხარჯა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0