ჭადრაკის ტურნირის გამარჯვებულებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა ფულადი ჯილდოები გადასცა და მიღწეული წარმატება მიულოცა. მუნიციპალური პირველობა ჭადრაკის ფედერაციისა და გამგეობის ერთობლივი ძალისხმევით მოეწყო. ჩემპიონატი ტრადიციულია და ის ყოველ წელს იმართება. მიმდინარე გათამაშებაში პირველობისთვის 18 მოჭადრაკე იბრძოდა. ტურნირის ლიდერი გიორგი ჭანტურიძე გახდა, მეორე ადგილი ნიკოლოზ გავაშელაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი ნიკა ნიკოლეიშვილმა მოიპოვა. პრიზები გამარჯვებულებისთვის ზესტაფონის ჭადრაკის ფედერაციასაც ჰქონდა დაწესებული.
ტარიელ თუთარაშვილმა ჭადრაკის ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა
22/12/2016