ტელეკომუნიკაციების სფეროში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრო. შეხვედრაზე საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა განიხილეს, ასევე სფეროში მომუშავე კომპანიების წინაშე მდგარი პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და „ოუფენ ნეტის“ დირექტორი ნინო ქუბინიძე ესწრებოდნენ.
ტელეკომუნიკაციების სფეროში ასეთი სახის ღონისძიება პირველად ჩატარდა, სადაც ყველა ოპერატორს საშუალება მიეცა დაეფიქსირებინა საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და რეკომენდაციები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასეთი სახის სამუშაო შეხვედრების გამართვა დაგეგმილი აქვს პერმანენტულად, რათა მაქსიმალურად გაზიარებული იქნეს სატელეკომუნიკაციო სფეროში მომუშავე კომპანიების ინტერესები და ხედვები, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს სფეროს შემდგომ განვითარებას.

Visited 168 times, 1 visit(s) today