ტკბილეულის კალათები სოციალურად დაუცველ ოჯახებს

29/04/2016

აღდგომის ბრწყინაველე დღესასწაულთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის სამუშაო გეგმის მიხედვით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 10 მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ეწვივნენ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და ტკბილეულის კალათები და საკანცელარიო ნივთები გადასცეს. მოსახლეობამ განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0