ტურიზმი ეკონომიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი იწყებს თემატურ მოკვლევას „პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის განახლებული სტრატეგია და მისი ეკონომიკური შედეგები“. გადაწყვეტილება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

„ტურიზმი ეკონომიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია, აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად მიიჩნია კომიტეტმა, რომ დაიწყოს თემატური მოკვლევა პოსტკრიზისულ პერიოდში განახლებულ სტრატეგიასა და ეკონომიკურ შედეგებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, ვისაც ექნება სურვილი ჩაერთოს ამ თემატურ მოკვლევაში. ამ საკითხზე კომიტეტი აქტიურად ითანამშრომლებს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, რათა სტრატეგიის დაგეგმვა შესაბამისობაში იყოს იმ გამოწვევებთან, რომელიც დღეს ტურიზმის სექტორს გააჩნია“, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

Visited 57 times, 1 visit(s) today