ტურისტული სეზონისთვის კახეთში დაზიანებული გზების შეკეთება მიმდინარეობს

04/06/2018

კახეთის რეგიონში, დაზიანებული გზის აღდგენა ხდება. ორმოული შეკეთება და ჰორიზონტალური მონიშვნა გრძელდება თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის, წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედისა და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზებზე. ტურისტული სეზონისთვის, რეგიონში, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზა სრულად შეკეთდება, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოწესრიგდება დაზიანებული ბორდიურები და საგზაო ნიშნები.
სამუშაოს დასრულების შემდეგ, კახეთის საკურორტო და რეკრეაციულ ზონებამდე მისვლა შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.
კახეთის რეგიონთან ერთად, დაზიანებულ საგზაო მონაკვეთებზე, მოვლა-შენახვის სამუშაო, მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0