ტყიბულის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება. მათ შორის, ქალაქის შიდა გზებზე ბეტონის საფარის დაგება, მრავალბინიან კორპუსებში არსებული ეზოების კეთილმოწყობა, სოფელების: მუხურის, საწირის, ძუყნურის, გურნის, ციხიის, ოჯოლის, კურსების, ნაბოსლევის, ორპირის, სოჩხეთისა და ცუცხვათის მიმართულებით შიდა გზების რეაბილიტაცია, აგრეთვე საწირე-ცუცხვათის დამაკავშირებელი გზის კეთილმოწყობა.
აღნიშნული სამუშაოებისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 865 487 ლარი გამოიყო.
1. ქალაქის შიდა გზების ბეტონის საფარით რეაბილიტაცია- გამოყოფილი თანხა 435 000 ლარი. პროექტით გათვალისწინებულია ქალაქის შემდეგი ქუჩების: თაბუკაშვილის (სპორტ.სასახლესთან მისასვლ.), მერკვილაძის მე-IV შესახვევი, სოლომონ II-ის I-ლი შესახვევი, ჯავახიშვილის, ცქიფურიშვილისა და მაწკეპლაძის საავტომობილო გზების დაზიანებული მონაკვეთის ბეტონის საფარით და გვერდულებით მოწყობა, სულ 2200 გრძ/მეტრი .ტენდერი აღნიშნულ სამუშაოებზე გამოცხადდა ა/წლის 21 მარტს. ხელშეკრულება 420 428 ლარის სამუშაოებზე გაფორმებულია შ.პ.ს. “ჯეო როუდ ინვესტი”-თან, პროექტით განსაზღვრული სამუშაოები დაწყებულია. სამუშაოების დასრულების ვადაა 2017 წლის 03 სექტემბერი.
2.მრავალბინიან კორპუსებში არსებული ეზოების რეაბილიტაცია – გამოყოფილი თანხა 350 000 ლარი.
პროექტით გათვალისწინებულია ქალაქის მრავალბინიანი კორპუსის შიდა ეზოების ბეტონის საფარით მოწყობა. პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია სულ 7 ეზოს მოწყობა: თაბუკაშვილის ქუჩა # 14-16 კორპუსები, თბილისის ქუჩა #4 და რუსთაველის ქუჩა #23 კორპუსები, ახობაძის ქუჩა #1-5 კორპუსები, თაბუკაშვილის ქუჩა #38-ის კორპუსი, გამსახურდიას ქუჩა #34-ის კორპუსი, გამსახურდიას ქუჩა #36-ის კორპუსი და გელათის ქუჩა (ქორეოგრაფიული სტუდიის მიმდებ.). ტენდერი აღნიშნულ სამუშაოებზე გამოცხადდა ა/წლის 22 მარტს. გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. “ჯეო როუდ ინვესტი”, რომელთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება თანხით 325 407 ლარზე. დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულება. სამუშაოების დასრულების ბოლო ვადაა მ/წლის 14 ოქტომბერი.
3.სოფელ საწირე, ძუყნური, საწირე-ცუცხვათის დამაკავშირებელი და ცუცხვათის შიდა გზის რეაბილიტაცია – გამოყოფილი თანხა 150 000ლარი.
პროექტით გათვალისწინებულია სოფელ საწირეში 658 გრძ/მეტრი, საწირე-ცუცხვათის დამაკავშირებელი 1380 გრძ/მეტრი, ძუყნურში 600 გრძ/მეტრი და ცუცხვათში 550 გრძ/მეტრი ბეტონის საფარიანი გზის და შესაბამისი გვერდულის მოწყობა.
ტენდერი აღნიშნულ სამუშაოებზე გამოცხადდა ა/წლის 21 მარტს. ხელშეკრულება 545 730 ლარის სამუშაოებზე გაფორმებულია შ.პ.ს. “ჯეო როუდ ინვესტი”-თან, პროექტით განსაზღვრული მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია. ხელშეკრულბით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადაა 2017 წლის 13 სექტემბერი.
4. სოფელ გურნა, ციხია, ოჯოლა და სოჩხეთის შიდა გზის რეაბილიტაცია -გამოყოფილი თანხა 441 723 ლარი.
პროექტით გათვალისწინებულია სოფელ გურნაში 330 გრძ/მეტრი, ოჯოლაში 850 გრძ/მეტრი, ციხიაში 510 გრძ/მეტრი და სოჩხეთში 920 გრძ/მეტრი ბეტონის საფარიანი გზის და შესაბამისი გვერდულის მოწყობა.
ტენდერი აღნიშნულ სამუშაოებზე გამოცხადდა ა/წლის 21 მარტს. გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „გი-ან 2011“, რომელთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება თანხით 379 862 ლარზე. დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულებით დადგენილი სამუშაოების შესრულების ბოლო ვადაა მ/წლის 30 სექტემბერი.
5. სოფელ კურსები, ნაბოსლევი, ორპირი და მუხურის შიდა გზის რეაბილიტაცია – გამოყოფილი თანხა 488 764 ლარი.
პროექტით გათვალისწინებულია სოფელ კურსებში 1077 გრძ/მეტრი, ნაბოსლევში 500 გრძ/მეტრი, ორპირში 370 გრძ/მეტრი და მუხურაში 375 გრძ/მეტრი ბეტონის საფარიანი გზის და შესაბამისი გვერდულის მოწყობა.
ტენდერი აღნიშნულ სამუშაოებზე გამოცხადდა ა/წლის 21 მარტს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურები.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის №1401 განკარგულებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ტყიბულის მუნიციპალიტეტს გამოეყო 906 074 ლარი ქალაქის შიდა გზებზე ბეტონის საფარის მოწყობისათვის.