ტყიბულში გზების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს

16/12/2016

ტყიბულში თოვლისგან გზების გაწმენდა 3 ერთეული ტრაქტორით ხორციელდება. გზების გწმენდითი სამუშაოებს სოფელ მუხურაში და ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე დაესწრო. მუნიციპალიტეტის გამგებელი სხვადასხვა ქუჩაზე მოსახლეობასაც გაესაუბრა. რამდენიმე დღეა თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება ქალაქის თითქმის ყველა ქუჩა, ასევე გაიწმინდა დასავლეთის შახტის, ძიძიგურისა და წულუკიძის სახელობის შახტის დასახლებები (ე.წ. ლენინის, სტალინის, ორჯონიკიძის უბნები და საკურდღლია) და სასაფლაომდე მისასვლელი გზები. ამჟამად მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების ეზოებისა და ჩიხების გაწმენდა. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ განაცხადა, რამდენიმე დღის წინ სათანადოდ ვერ ხდებოდა ქალაქის ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდა, რაც მოძველებული ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლით იყო გამოწვეული. თუმცა, ამ დროისთვის პრობლემა გადაჭრილია, ექსტრემალურ პირობებში შეძენილი იქნა DT-ს ტიპის ტრაქტორი, ასევე მოხდა დაზიანებული ტექნიის შეკეთება და ამჟამად გზის გაწმენდითი სამუშაოები სამი მაღალი გამავლობის მექანიზმით ხორციელდება. მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით შექმნილია საგანგებო შტაბი და კომუნლური გაერთიანების სამსახური მუშაობას 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0