„ტყის კოდექსის” შემუშავების მაკოორდინირებელი კომისიის სხდომა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში „ტყის კოდექსის” შემუშავების მაკოორდინირებელი კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც ტყის კოდექსის კანონპროექტის ბოლო სამუშაო ვერსია განიხილეს. მინისტრის პირველმა მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა კომისიის წევრებთან ერთად, დოკუმენტთან დაკავშირებით სხვა სამინისტრეობის მიერ მოწოდებულ შენიშვნებზე, ასევე, კანონპროექტის ძირითად პრინციპულ საკითხებზე იმსჯელა. შენიშვნების გათვალისწინებით განახლებული ვერსიის გამოქვეყნების შემდეგ კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.

Visited 157 times, 1 visit(s) today