უამინდობისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარტვილის მუნიციპალიტეტში უამინდობისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება.
ამ დროისთვის საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდნენ მერიის შესაბამისი სამსახურები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა. სამუშაოებში ჩართულია ა(ა)იპ მარტვილის „კეთილმოწყობის ცენტრის“ ტექნიკა. თოვლის საფარისგან იწმინდება სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელები, ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზები. გზების გაწმენდით სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია ხელმძღვანელობს. დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების აღმოფხვრა ინტენსიურად გაგრძელდება.

Visited 56 times, 1 visit(s) today