უამინდობის მიზეზით ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა კახეთის რეგიონის 19 ათასამდე აბონენტს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ უამინდობის მიზეზით კახეთის ენერგოსისტემაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
უამინდობამ ელექტროენერგიის მიწოდებას პრობლემები თელავის, გურჯაანის, საგარეჯოს, ყვარელის, სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში შექმნა.
უამინდობის მიზეზით ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა კახეთის რეგიონის 19 ათასამდე აბონენტს.
დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და ტრანსფორმატორები.
დაზიანებები უკვე აღმოფხვრილია თელავის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში. 18 ათასს აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა.
ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია ყავრელისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 700მდე აბონენტი.
დაზიანების ყველა ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ „კახეთის ენერგო დისტრიბუციის“ ტექნიკური ჯგუფები და ელექტროენერგიის მიწოდების უმოკლეს ვადებში აღსადგენად კომპანია ამ დრომდე ყველაფერს აკეთებს.
ამინდის პირობებიდან გამომდინარე გურჯაანის და ყავრელის მუნიციპალიტეტების 700 მდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ .
„კახეთის ენერგო დისტრიბუცია“ რეგიონში სულ 130 ათას აბონენტს ემსახურება, უამიდნობამ პრობლემები აბონენტების დაახლოებით 15%ს შეუქმნა.

Visited 188 times, 1 visit(s) today