უამინდობის მიუხედავად, აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება

16/10/2017

ცუდი ამინდის მიუხედავად დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების მასშტაბული წყვეტას ადგილი არ ჰქონია. ძლიერმა წვიმამ და ადიდებულმა წყალმა, აჭარისა და გურიის რეგიონების ზოგიერთ რაიონში გამოიწვია სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების მცირე ნაწილისთვის ენერგომომარაგების შეზღუდვა.
დაზიანების წუთიდან, კომპანიის ტექნიკური სამსახური გასულია დაზიანების ადგილებზე და აწარმოებს აღდგენით სამუშაოებს. ქსელის აღდგენითი სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება და შეძლებისდაგვარად ოპერატიულად მოხდება აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0