უკანონო ნადირობის 3 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 3 ფაქტი გამოავლინეს.
ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოქალაქეები გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის ქვითრის გარეშე ნადირობდნენ. ამოღებულია 2 ერთეული დაურეგისტრირებელი სანადირო თოფი.
შედგა შესაბამისი ოქმები.

Visited 169 times, 1 visit(s) today