უკრაინის დედაქალაქში „თბილისობის“ დღესასწაული აღნიშნეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

უკრაინის დედაქალაქში „თბილისობის“ დღესასწაული აღნიშნეს. ღონისძიება, რომელიც უკვე წლებია ტრადიციულად იმართება ქ. კიევის ცენტრში, ანდრეევსკის დაღმარათზე, საზეიმოდ გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში გელა დუმბაძემ.
მრავალრიცხოვან დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ და კიევის მერიის წარმომადგენელმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს. საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართულმა მუსიკალურმა ანსამბლმა “ალილომ” და უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანების “გეორგია”-ს შემოქმედებითმა კოლექტივმა

Visited 145 times, 1 visit(s) today