უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) კონფერენციაში საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობდა

10/07/2017

ვენაში დასრულდა უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) კონფერენცია, რომელშიც მსოფლიოს 75 ქვეყნის 400-მდე უნივერსიტეტის, მათ შორის 30-მდე ქართული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
კონფერენცია იყო უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი უნივერსიტეტებისთვის წარმოეჩინათ თავინთი საერთაშორისო პოტენციალი, ხოლო კავშირები, რომელიც უცხოურ უნივერსიტეტებთან დამყარდა, ხელს შეუწყობს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, გაზრდის გაცვლითი პროგრამების რაოდენობას და უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთათვის ორმაგი დიპლომების გაცემას.
ქართული უნივერსიტეტების ცნობადობის გაზრდას ხელს ისიც შეუწყობს, რომ უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) პრეზიდენტად, სამი წლის ვადით, არჩეული იქნა კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი კახა შენგელია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0